




პროდუქტი
კონფიდენციალური
2021
საქართველო
დიმიტრი შაფაქიძე, ირაკლი აბაშიძე.
ჩვენ მიერ დიდი სივრცეებისთვის შექმნილ ჭაღში, ხის მოცეკვავე მანეკენები ორმხრივი ხაზოვანი LED სანათების ირგვლივ დგანან, ქართული ცეკვების, ხორუმისა და ფარცას ქორეოგრაფიული მონახაზების შესაბამისად.
წითელი და შავი ფერები შთაგონებულია ცეკვის სცენოგრაფიითა და კოსტიუმების დიზაინით.
სპეციალურად დამზადებული ფიგურების ნაცვლად ჭაღში გამოყენებულია ტრივიალური სამხატვრო მანეკენები, რაც ხაზს უსვამს ცეკვების ხალხურ წარმოშობას.
(ცეკვის კადრები აღებულია სუხიშვილების ხორუმიდან)