ტერაკოტას პავილიონური სახლი

სტატუსი

დასრულებული

კლიენტი

კონფიდენციალური

მოცულობა

350 მ²

წელი

2023

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

გუნდი

არქიტექტორები: თამარ ტეხოვა, კახა ვაჩაძე, ტატა ქოიავა, კახა მაისურაძე, დიმიტრი კენჭოშვილი, დიმიტრი შაფაქიძე, ირაკლი აბაშიძე.
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

გააზიარე

მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით, ჩვენს გარემოში დეფიციტია სწორი სიბრტყეების. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილი იყო გაშლილ, სწორ მინდორზე შეგვექმნა პავილიონივით სახლი, რომელსაც სამხრეთიდან უხვად მოეფინებოდა მზის სხივები.

გამჭვირვალე პავილიონივით სახლი მსუბუქი კოლონების კონტურებით, მათ შორის შემოსილი გარემოსთან კონტრასტული ფერით, დგას სწორ, მისთვის შექმნილ სცენაზე, რომელიც ეკონომიური მეთოდით, მიწის გადანაწილებით და რელიეფის ცვლილებით ჩამოყალიბდა, რაც მთავარი გამოწვევა იყო.

ჩარჩოს პრიზმაში გამოსახული ცის და დღის შუქის განუყრელობა ამ სახლის მეხუთე ელემენტს წარმოადგენს, რომელიც შლის საზღვრებს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. მეტიც, შიდა და გარე სივრცეს სიმბიოზურად ირეკლავს და აკავშირებს ერთმანეთთან.

ერთი შეხედვით შენიშნავთ, რომ სცენაზე მდგარი ერთსართულიანი სახლის მაცდურ ეფექტს ქმნის, რომელიც უფრო მართკუთხა ფორმისაა, ვიდრე ყუთის მაგვარი.

აღსანიშნავია სივრცითი განზომილებები. გარემო ადგენს დიქოტომიას საერთო და პირად სივრცეებს შორის. ქვედა სართულზე განთავსებულ ოთახებს, მათ შორის აბაზანას, ცალკეული, პრივატული ეზოები აქვთ, რაც ამრავალფეროვნებს საცხოვრებელ გამოცდილებას.

მეპატრონის განსაკუთრებულმა სიყვარულმა მცენარეების მიმართ კი გამორჩეული გახადა ზამთრის ბაღის შექმნის იდეა, რომელიც ოაზისის ფარდასავით ეფინება გამჭოლ სივრცეს, საიდანაც მოჩანს კავკასიონის ხედები.