Glarros OldTown
სტატუსი
დასრულებული
კლიენტი
Khaled Alrajhi Group
მოცულობა
4500 მ²
წელი
2023
ლოკაცია
თბილისი, საქართველო
გუნდი
თამარ ტეხოვა, კახა ვაჩაძე, ტატა ქოიავა, კახა მაისურაძე, დიმიტრი შაფაქიძე, ირაკლი აბაშიძე.
გააზიარე
ადგილი რომელზეც ახალი სასტუმრო დგას, ძველ თბილისში მდებარეობს. ეს დახვეული გზა, ერთ-ერთი უძველესი ნაშთია ქალაქის ქსოვილის და ცნობილია როგორც ქუჩა-მოედანი. როგორც ძალიან ბევრი ისტორიული სავაჭრო ქარვასლისა და ხელოსანთა ქუჩის დამაკავშირებელი არტერია. ერთდროულად სატრანსპორტო და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ ფუნქციათა მრავალფეროვნებასთან ერთად, ეთნიკური რელიგიური და კულტურათა მოზაიკაა. სწორედ ამ მოზაიკას აღნიშნავს შენობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ამავე დროს 1970-იანი წლების მოზაიკის მანერაშია შესრულებული.
სასტუმროს შენობის და ინტერიერის დაპროექტების მიზანი ამ ისტორიული მრავალფეროვნებაში კიდევ ერთი ელემენტის შემოტანაა, რომელიც ორგანულად ჩაეწერება და აირეკლავს სიცოცხლით სავსე გარემოს.
ახალმა შენობამ დაიკავა, 1980-იანი წლების ადმინისტრაციული ნაგებობის ადგილი. რომლის დანგრევის მიზეზიც გახდა ის, რომ არსებულ სტრუქტურის სრულფასოვან სასტუმროდ გადაკეთება მის ზომაში ზრდას გამოიწვევა და დაარღვევდა ისტორიული განაშენიანების მასშტაბს. ახალი შენობის ლაქამ კი, წინამორბედისაგან განსხვავებით, გააგრძელა ძველი ქალაქის განაშენიანებისათვის დამახასიათებელი შენობების ტრადიცია, როცა შენობები იმეორებენ უძველესი ქუჩების გადაკვეთის მახვილ კუთხეებს და ამ კუთხეებიდან ერთდროულად ჩანს ქუჩისაკენ მიმართული მკაცრი ფასადიცა და ტრადიციულად უხვად მორთული შიგა ეზოც.